99 წლის ვეტერანმა ექიმების მხარდასაჭერად სიმღერა ჩაწერა

492

მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელმა ვეტერანმა ტომ მურმა ისტორიაში უხუცესი შემსრულებლის ტიტული მოიპოვა და ბრიტანული ჰიტ-აღლუმების პირველი ადგილიც დაიკავა. სიმღერა, რომელიც 99 წლის მურმა საქველმოქმედო კამპანიის დროს ჩაწერა, Official Charts Company-ს გამარჯვებული გახდა.

“შვილიშვილებს არ სჯერათ, რომ მათ ბაბუა ჰიტ-აღლუმების ვარსკვლავია. ყველა აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში და მე მადლობას გიხდით მხარდაჭრისთის. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სინამდვილეში არასოდეს იქნები მარტო”, – განმარტა ვეტერანმა.