„მუსიკა იმედისთვის“ – ბოჩელიმ მსოფლიო კლასიკური მუსიკის რეკორდი მოხსნა

225

როგორც იცით, კათოლიკურ აღდგომას, იტალიელმა მომღერალმა ანდრეა ბოჩელიმ, მილანის კათედრალურ ტაძარში, აუდიტორიის გარეშე კონცერტი ჩაატარა, რომელსაც პირდაპირ ეთერში 2.8 მლნ-მა ადამიანმა უყურა.

ცნობილია, რომ კონცერტის ჩანაწერმა Youtobe-ზე პირველივე დღეს, 30 მილიონი ნახვა დააგროვა. ამ მონაცემებით, ბოჩელიმ მსოფლიო კლასიკური მუსიკის რეკორდი მოხსნა, რადგან კლასიკური მუსიკის ისტორიაში, სხვა კონცერტს ამდენი აუდიტორია არ ჰყოლია.