მომღერალმა ბიონსემ, ახალი კორონავირუსით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლა თანხა გაიღო და 6 მლნ დოლარი საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხა.
გაღებული თანხით, კორონავირუსთან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს, პანდემიის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობასა და ხანდაზმულ ადამინებს დაეხმარებიან.
ცნობისთვის, Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, არაერთმა ცნობილმა ადამიანმა სხვადასხვა ოდენობის თანხა გაიღო.