ბილი აილიში სოციალურ ქსელში პაემანზე დაპატიჟეს

714

ამერიკელი მუსიკოსი ბილი აილიში სოციალურ ქსელში, ჰიპ-ჰოპ არტისტმა ლილ ფამფიმ პაემანზე დაპატიჟა. მუსიკოსების მიმოწერით ირკვევა, რომ ბილიმ თაყვანისმცემელი უარით გაისტუმრა.

უარის მიუხედავად, ლილ ფამფი არ დანებდა და ბილის, კიდევ ერთხელ მისწერა. ფამფიმ მალევე სიყვარულის გამომხატველი „ემოჯიც“  გაუგზავნა, თუმცა ამჯერად ბილის აღარ უპასუხია.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში მყოფი ბილი  თაყვანისმცემლებისთვის სოციალურ ქსელში ხშირად მართავს პირდაპირ ჩართვებს, სადაც ის სიმღერებს ასრულებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჩართვის დროს, ფამფიმ ის პაემანზე დაპატიჟა.