ლეონარდ კოენის კომპოზიციაზე The Hills კლიპი გადაიღეს

184

გრემის ჯილდოს მფლობელი, კანადელი მუსიკოსის, ლეონარდ კოენის კომპოზიციაზე The Hills კლიპი გადაიღეს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

შავ-თეთრ კლიპზე რეჟისორმა და ფოტოგრაფმა ვინსენტ ჰეიკოკმა იმუშავა, სადაც ფრანგი მსახიობი, ისააკ დე ბანკოლე მონაწილეობს.

ცნობისთვის, ლეონარდ კოენმა სულ, 14 სტუდიური ალბომი ჩაწერა. 2016 წლის 7 ნოემბერს არტისტი, 82 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა.