დევიდ გეტამ თვითიზოლაციაში კონცერტი გამართა

142

დევიდ გეტამ მაიამიში კონცერტი თვითიზოლაციის პირობების დარღვევის გარეშე გამართა. კონცერტი ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე საათნახევარი მიმდინარეობდა. ტრანსლაციები მიმდინარეობა როგორც Youtube-ზე, ისე პლატფორმა Zoom-ზეც.

“გმადლობ ყველას, ვინც შემოგვიერთდა. მართალია ეს უჩვეილო დროა, მაგრამ ჯადოსნური იყო თქვენთან ურთიერთობა მუსიკის საშუალებით. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შევაგროვეთ ფული, რომელიც დაეხმარება მათ, ვისაც ის ახლა ძალიან სჭირდება”, – განაცხადა მუსიკოსმა.