„One World: Together At Home“ – ყველაზე დიდი ონლაინ-საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა

284

19 აპრილს, მსოფლიოში პირველად, ყველაზე დიდი ონლაინ-საქველმოქმედო კონცერტი „One World: Together At Home“ ჩატარდა. მუსიკოსებმა კომპოზიციები სახლებში შეასრულეს და  საზოგადოებას საოცარი პერფორმანსები შესთავაზეს.

2 საათიან ონლაინ კონცერტში, რომელიც ერთდროულად  NBC-ის, ABC-ის და CBS-ის ეთერებში გადაიცემოდა, მონაწილეობდნენ ანდრეა ბოჩელი, ბილი აილიში, სელინ დიონი, ჯენიფერ ლოპესი, ტეილორ სვიფტი, ჯონ ლეჯენდი და სხვა ცნობილი მომღერლები.

შემოსულმა თანხამ 150 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რომელიც კორონავირუსის პანმდემიასთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადაირიცხა.