ჯონი დეპმა Instagram-ში გვერდი გახსნა

808

მსახიობმა ჯონი დეპმა სოციალურ ქსელ Instagram-ში საკუთარი გვერდი გახსნა.

“ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა სოციალური ქსელების სამყაროში. ეს არასოდეს მიკეთებია. არ მგონია, რომ აქამდე ამის მიზეზი მქონდა. ახლა დროა დიალოგი დავიწყოთ, რადგანაც უხილავი მტრის საფრთხემ ტრაგედიებამდე მიგვიყვანა. ხალხი ავად ხდება და სიკვდილს ებრძვის. ხალხი იღუპება. . . ბევრი ოჯახს ვერ უზრუნველყოფს. . . ზოგიერთმა სამსახური დაკარგა. . . ბიზნესი. . . ზოგიერთი, ძალიან ბევრი ქუჩაში ცხოვრობს, დაცვის, სახლისა და თვითიზოლაციის საშუალების გარეშე”, – წერს დეპი.

ასევე, მან წარადგინა ჯონ ლენონის სიმღერის ქავერიც.