Cardi B: ნუ წუწუნებთ და დარჩით სახლში

654

„მეც მიყვარს ძვირადღირებული ტანსაცმელი, თუმცა, ახლა იაფფასიანი მაისურები და კოლგოტები უნდა შევიძინო. მორჩით წუწუნს და დარჩით სახლში”, – ასე გამოეხმაურა ჰიპ-ჰოპ არტისტი, Cardi B ტვიტერზე ერთ-ერთ პოსტს, რომლის ავტორიც, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო წუწუნებდა.

პოსტის ავტორი გააღიზიანა ფაქტმა, თუ, რატომ უკრძალავენ პოლიტიკოსები საზოგადოებას, შეიძინონ სამოსი და მცენარის თესლები.