სელენა გომეზს კანის ფერის “ცვლილების” გამო აკრიტიკებენ: მომღერალმა “ბალენსიაგას” სამოსი მოირგო

276

28 წლის ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა სელენა გომეზმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ვარსკვლავმა Interview Magazine-ის ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. შემსრულებელმა სესიისთვის Moschino-ს და Morphew-ის ორი განსხვავებული კაბა, Vanna Youngstein-ის tank ტოპი, Marine Serre-ის jumpsuit, Vetements-ის ჩექმები და Balenciaga-ს შარვალი და მაისური მოირგო.

სელენა გამოქვეყნებული ფოტოების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, როგორც რამდენიმე თვის წინ რეალითი შოუს KUWTK-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი. სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ ფოტოსესიისთვის მომღერალმა კანის ფერი ან ფოტოშოპით, ან მაკიაჟით შეიცვალა.