მუსიკალური ჯგუფი One Direction გაერთიანებას აპირებს

587

ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი One Direction გაერთიანებას აპირებს. BBC-ის ინფორმაციით ჯგუფის წევრებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, გაერთიანების მიზეზი ჯგუფის იუბილეა. One Direction-ს 10 წელი უსრულდება. ჯგუფი შექმნიდან 5 წელში დაიშალა და ჯგუფის დაშლის შემდეგ, არტისტებმა სოლო კარიერა გააგრძელეს. როგორ დასრულდება მოლაპარაკებები მოგვიანებით გახდება ცნობილი.