ფესტივალი Francofolies de La Rochelle 2020 წელს აღარ ჩატარდება

901

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Francofolies de La Rochelle, რომელიც ქალაქ ლა-როშელში, ბისკაის ყურის სანაპიროზე ტარდება, 2020 წელს აღარ ჩატარდება.

“რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუილ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ფესტივალი, რომლის ჩატარებაც 10-14 ივლისს იგეგმებოდა, 2021 წლის 10-14 ივნისს ჩატარდება”, – ნათქვამია საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.