მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო, იმ ცნობილი ადამიანების სიას შეუერთდა, რომლებმაც Covid-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად სხვადასხვა ოდენობით თანხები გაიღეს.
ფაქტია, რომ ადამიანები მსოფლიოს თავისებურად ეხმარებიან. ამჯერად, ჯარედ ლეტომ ჰუდების კოლექცია გამოუშვა. გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Giving-ში გადაირიცხება.
ცნობისთვის, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად თანხები, რიანამ, ჯეკ დორსმა, ჯორჯ და ამალ კლუნებმა, Cardi B-მ და სხვა ცნობილმა სახეებმა გაიღეს.