კრის მარტინი შოუში სახლიდან ჩაერთო

117

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში მყოფი არტისტები სხვადასხვა სატელევიზო შოუში სახლიდან ერთვებიან.

სწორედ ასე მოიქცა ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ფრონტმენი, კრის მარტინი. ის  ამერიკულ სატელევიზიო შოუ Saturday Night Live-ში მიიწვიეს, თუმცა სტუდიაში არ მისულა. არტისტმა სახლიდან ლეგენდარული მუსიკოსის, ბობ დილანის კომპოზიცია Shelter from the Storm შეასრულა.