მადონა თვითიზოლაციაში დღიურს აწარმოებს

175

ახალი კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციაში მყოფმა ამერიკელმა მუსიკოსმა მადონამ, ვიდეოდღიურის წარმოება დაიწყო. ამის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მომღერალი ჩაბნელებულ ოთახში ზის და საბეჭდი მანქანი გამოყენებით თვითიზოლაციაში გატარებულ დღეებს აღწერს.

„ყოველი დღე კარგად არ ჩაივლის. გასული 24 საათის განმავლობაში 3 ახლობელი გარდამეცვალა: ჩემი ბიძაშვილი, ჩემი პირადი მცველის ძმა და ორლანდო პუერტა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, – აღნიშნა არტისტმა ვიდეოში.