რიანა და ჯეკ დორსი Covid-19-ით დაზარალებულებს დაეხმარებიან

229

მომღერალი რიანა და ტვიტერის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, Covid-19-ით დაზარალებულებს დაეხმარებიან. ისინი ერთობლივად, 4.2 მილიონ დოლარს  ლოს-ანჯელესის მერიის ფონდში გადარიცხავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული 2.1 მილიონ დოლარს გაიღებს. ამ თანხით კი, რიანა და ჯეკი იმ ადამიანებს დაეხმარებიან, რომლებიც ახალი კორონავირუსის დროს ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.

გარდა ამისა, გაღებული თანხის ნაწილი თავშესაფარში მყოფ და საკვების გარეშე დარჩენილ ადამიანებს მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ 4.2 მილიონი დოლარი 10 კვირაზეა გაწერილი.