ანდრეა ბოჩელიმ მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტი ჩაატარა

713

12 აპრილს ანდრეა ბოჩელიმ, მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტი ჩაატარა. საოპერო მომღერლის მიერ შექმნილმა ფონდმა, 140 000 ამერიკულ დოლარზე მეტი იტალიის საავადმყოფოებს გადასცა.

ცარიელ ტაძარში კონცერტი 25 წუთს გაგრძელდა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში ტაძრები დაკეტილია.