საიდან დაიწყო POSTINDUSTRIAL BOYS?

647

“This record is much spikier and more diverse than most from those acts, which much more overt nods to drum ‘n bass and tech house forms. Lyrically there is also more of a critical, sarcastic edge. When DZODZUASHVILI deadpans, “Post Industrial Boys/Subscribe to village voice/the play coloured toys/and make an awful noise!” he would appear to be slating the absence of political engagement among Williamsburg’s “art” scene. Elsewhere, there are readings from Naked Lunch and lyrics from IVOR CIUTLER, so we’re in a bit more potent terrain than Sound Dust. Musically, there are nods to FARBEN on the flickering, clicking “Damshviddi” and SQUAREPUSHER’s most reflective turns on “In The Kitchen”. With the other members of GOSLAB contributing vocals on every track, the collective gets as close to a “voice” as it’s ever going to get. The record is also complemented by the two finest pop songs anyone will hear all year. “Eyelids” is pure SAINT ETIENNE.. Out of step with any prevailing musical trend right know, and about as far from !!! as it possible to get, POST INDUSTRIAL BOYS” is simultaneously alienated and life affirming, measuring favourably against any record released by anyone in 2004 – John Gibson

ეს გახლავთ ნაწყვეტი, ჯონ გიბსონის მიერ დაწერილი რევიუსი, რომელმაც გოგი ძოძუაშვილის პირველი საერთაშორისო ალბომი Postindustral Boys ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ნაშრომად გამოაცხადა. ეს ჯერ კიდევ 2004 წელს მოხდა.

‘Postndustrial Boys ერთროულად გაუცხოების და ცხოვრების აფირმაციის ისეთ კარგ მაგალითს გვაძლევს რომ მას უკეთესი დახასიათება აქვს, ვიდრე 2004 წელს გამოშვებულ ნებისმიერ სხვა რეკორდს.’ – წერდა გიბსონი იმავე წელს. ამავე დროს კრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ ეს ჯგუფი დინების წინააღმდეგ წავიდა და საკუთარ, ახალ ტენდენციას ქმნიდა.

გოგი ძოძუაშვილი უკვე დიდი ხანია ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კომპოზიტორია და ის უკვე აღიარებულია როგორც ასეთი ბევრი გამოცემის მიერ. მის შესახებ ევროპულ და ჩრდილო ამერიკულ პრესაში და მუსიკალურ რევიუებში ბევრად მეტ მასალას ნახავთ, ვიდრე ქართულ გამოცემებში. ამას ნაწილობრივ თვით მისი პიროვნება განაპირობებს. მას არ უყვარს ზედმეტი თვით-რეკლამა და ყურადღება. ის მუშაობას ამჯობინებს და უკვე დიდი ხანია რაც თავის ოჯახთან ერთად ემგრაციაში ცხოვრობს. როდესაც ის საქართველოში ჩამოდის, იშვიათად, მაგრამ კონცერტებიც აქვს – თუმცა ალტერნატიულ მუსიკას და ელექტრო მუსიკას, მოგეხსენებათ აქამდე დიდი მასიურობა არ ახასიათებდა და აქედან გამომიდინარე, საქართველოში მის შემოქმედებას ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის მოყვარულები იცნობენ კარგად. იმის გათვალისწინებით რომ გოგი ძოძუაშვილი დღევანდელ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსია, მკითხველისთვის საინტერსო უნდა იყოს თუ როგორ დაიბადა მისი მუსკალური ბენდი Postundustrial Boys და როგორ გაითქვა სახელი მან ევროპაში, ხოლო შემდეგ უკვე მთელს მსოფლიოში.

ახალგაზრდობაში, 1990-იან წლებში გოგი ძოძუაშვილი რეჟისორ დათო დოიაშვილთან თანამშრომლობდა მის ადრეულ პიესებზე და მისმა შექმნილმა მუსიკამ უკვე მიიქცია აუდიტორიის ყურადღება. 90-იანი წლების შუაგულისათვის Gogi.Ge.ORG-ი უკვე ჩამოყალიბებული მუსიკალური მოვლენა იყო, როგორც ალენ ბადიუ ამბობს. ის თანამშრომლობდა GOSLAB-ის მულტი-დისციპლინარულ ხელოვნების ლაბორატორიასთან, რომელშაც შედიოდნენ დღეისათვის ცნობილი ხელოვანები ტუსია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე, გიო სუმბაძე, ნინო ჩუბინიშვილი, მაია სუმბაძე.

მის სიმღერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო Ordinary Lula, რომელსაც აქვს მაია სუმბაძის საოცრად ღრმა ტექსტი, ის გამოირჩევა ძალიან მაღალი გემოვნების ირონიით პოსტმოდერნული, ახალი ტიპის “მოდასავლეთე” პროფესიონალი, კარიერისტი ახალგაზრდა ბიურგერი ქალის ცხოვრების გარჩევისას. ამ სიმღერამ, და აგრეთვე მის პარალელურად Benzilina-მ დაამკვიდრა, ახალი ქართული პოსტინდუსტრიული ელექტრო-მუსიკის ჟანრი. უნდა ითქვას რომ, რომ მაია სუმბაძის და მისი კოლეგების ტექსტები გამოირჩევა საკმაოდ დიდი სიღრმით – და ფილოსოფიური აზროვნებით, რაც დღევანდელი ცხოვრების აბსურდისეულ მხარეს – მის გაჟღენთილობას მომხმარებლური მატერალიზმის, გაუაზრებელი პოზციების და კარიერირული “წინსვლის” აუცილებლობის შეგრძნების ირგვლივ – ამავე დროს სიცოცხლის ნამდვილი საზრისის უქონლობის პირობებში – საკმაოდ დიდი რეზონანსი ჰქონდა და აქვს.

როგორ დაიბადა სიმღერა, ალბომი და უკვე ბენდი Postindustrial Boys. თვითონ ლექსი, ამ სახელით პოეტმა ანტონინ მარტომ (იგივე ირაკლი კაკაბაძემ) დაწერა ჯერ კიდევ 1999 წელს არიზონის შტატში, ქალაქ ფინექსში საერთაშორისო კონფერენციაზე ჯინა ბარტლეტის პარტნიორობის ფონდის ფანდრეიზერზე.

და ეს ტექსტი, გოგი ძუძუაშვილმა, რომელმაც ანტონინ მარტოსთან თანამშრომლობა დაახლოებით ამ პერიოდში დაიწყო ნახა 2000 წელს და სიმღერაც მაგ დროითვის დაიწერა, როგორც ავტორი ამბობს..

Postindustrial Boys Postindustrial boys,

Have a wonderful voice,

They read James Joyce And make a careful choice!

Postindustrial boys, Subscribe to ‘Village Voice’!

They play with colored toys, And make an awful noise!

I shall hit on you again, Before Two Thousand Ten!

But tell me, tell me, tell me when, Will I have some time by then?!

I should love you once again, Once again to be your man!

Once again I’d love you tanned, And will worship you in sand!

And I don’t want to be there, Where the rules are not fair,

And Dow Jones average tells hypocrisy, Of postindustrial mediocricy!

I should love you once again, Before Two Thousand Ten,

I should be yours once again, I wish, I’ll be alive by then!

My dear, I love you more than ever, This passion lasts through death forever!

They tell me: be just cool and clever, But that could never happen, never!

Postindustrial boys, Subscribe to “Village Voice!

They buy those coloured toys, And make a careful choice!

In the desert of Arizona, You don’t want to be a loner!

I would love you till my death, Till my last and painful breath!

ამის შემდეგ, 2002 წელს საქართველოში ჩამოდის თომას ბრინკმანი, ცნობილი გერმანელი ელექტრო-მუსიკოსი და გამომცემელი, რომელმაც შეამჩნია გოგი ძოძუაშვილის ეს და სხვა სიმღერები. მან გადაწყვიტა რომ გამოეცა ეს სიმღერაც და გოგი ძუძუაშვილის დისკიც იდენტური სახელით.

“როდესაც თომას ბრინკმანი საქართველოში იყო, და დადიოდა ქალაქის დასათვალიერებლად, მე მას ვკითხე მოეწონა თუ არა მას ქართული მუსიკა. ის მომიტრიალდა და უცებ მიპასუხა: “რა თქმა უნდა, მე ძალიან მომეწონა Postindustrial Boys”. ვიფიქრე ეს კაცი ან ღადაობს, ან გიჟია მეთქი” – იხსენებს კაკაბაძე. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ასე არ იყო. ბრინკმანი არც ღადაობდა და არც გიჟი აღმოჩნდა. კონკრეტულად ამ ტრეკმა ევროპაში და შემდეგ უკვე მთელს მსოფლიოში დიდი წარმატება მოიპოვა. ამის შემდეგ, გოგი ძოძუაშვილის ბენდს სახელად Postindustrial Boys ეწოდა და ეს გახდა ქართულ მუსიკალურ ჯგუფებს შორის ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე წარმაბული ჯგუფი მთელს მსოფლიოში. გამოიცა კიდევ 3 დისკი და უამრავი სიმღერა, რომელსაც მილიონობით მსმენელი ჰყავს. ელექტრონული მუსიკა სულ უფრო და უფრო მასიურად პოპულარული ხდება და გოგი ძაოძუაშვილიც მის სათავეებთან დგას.

უჩა მამაცაშვილი