Hey Jude-ს ხელნაწერი ტექსტი აუქციონზე გაიყიდა

163

ჯგუფ The Beatles-ის სიმღერის Hey Jude ხელნაწერი ტექსტი ამერიკულ აუქციონზე Julien’s Auctions 910 ათას დოლარად გაიყიდა.

როგორც აუქციონის ორგანიზატორთა განცხადებაშია აღნიშნული, ლოტის თავდაპირველი ღირებულება 160-180 ათასი დოლარი იყო.

სიმღერა 1968 წელს პოლ მაკ-კარტნის მიერაა დაწერილი.