ევროვიზიის მაყურებლები კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ

414

მუსიკალური ფესტივალის „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა, კონკურსის თაყვანისმცემლებს ონლაინ-შოუში​ Eurovision: Europe Shine A Light მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ინფორმაცია კონკურსის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მაყურებელმა ჯონი ლოგანის სიმღერა What’s Another Year უნდა შეასრულონ და ჩანაწერი ორგანიზატორებს გაუგზავნონ. აუცილებელი პირობაა, რომ მსურველებმა კონკურსის სიმბოლიკის შემცველი კოსტიუმი უნდა მოირგონ და ოთახში სათანადო ატმოსფეროც შექმნან. საუკეთესო ნამუშევარს, 16 მაისს ონლაინ-შოუში აჩვენებენ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო „ევროვიზია 2020“ გაუქმდა. ორგანიზატორებმა კი ონლაინ-კონცერტის ჩატარება გადაწყვიტეს.