Cardi B კორონავირუსით დაზარალებულთათვის 1 მილიონს გაიღებს

153

ამერიკელი რეპერი, Cardi B ახალი კორონავირუსით დაზარალებულთათვის 1 მილიონს გაიღებს. ამის შესახებ რეპერმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც რეპერი წერს გაჭირვებულ ოჯახებს, საათში ერთხელ 1000 დოლარს გადაურიცხავს.

„მადლობა Fashion Nova-ს მხარდაჭერისთვის. ჩვენ Covid-19-ის პანდემიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გავერთიანდით. ალბათ, ბევრ თქვენგანს გადასახადების გადახდა, ოჯახების გამოკვება და პირველადი საჭიროებებით დაკმაყოფილება გიჭირთ, ამიტომ ჩვენ ყოველ ერთ საათში, 1000 დოლარს გავცემთ მანამ, სანამ 1 მილიონი დოლარი არ გამოვა”, – წერს რეპერი ინსტაგრამზე.