რომელი მუსიკა უწყობს ხელს სწავლას

423

აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბეილორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლისას წინ კლასიკურ მუსიკას უსმენენ, გამოცდებს უკეთ აბარებენ.

მათ ექსპერიმენტი 50 სტუდენტზე ჩაატარეს, რომელთა ასაკიც 18-33 წელი იყო. თავიდან ონლაინ ლექციის ფონად ბეთჰოვენის “მთარის სონატა”. ვივალდის “წელიწადის დროების” ნაწილი და შოპენის ნოკტიურნი იყო ჩართული. შემდეგ, ღამიღ კი მკვლევარებმა კომპიუტერისა და ელექტროდების საშუალებით ექსპერიმენტის მონაწილეთა ძილის რეჟიმი გააკონტროლეს. ნახევარს ღრმა ძილის ფაზაში 15 წუთით კლასიკურ მუსიკას ურთავდნენ, ხოლო მეორე ნახევარს თეთრ ხმაურს.

“ჯაზი გამოვრიცხეთ, რადგანაც ის ცვალებადია და ბევრს გააღვიძებდა. პოპ-მუსიკაც არ გამოვიყენეთ, რადგანაც ის ინფორმაციის ათვისებას უშლის ხელს: რთულია რამის კითხვა და სიმღერების ტექსტის მოსმენა ერთდროულად. ასევე უარი ვთქვით ბუნების ხმებზე, მათი იგნორირება ძალიან ადვილია”, – აცხადებს ბეილორის უნივერსიტეტის ძილის ლაბორატორიის დირექტორი მაიკლ კ. სკალინი.

ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ვინც ვალსს და სონატას მოუსმინა, 18%-ით უკეთ გაართვა თავი გამოცდებს.