ბილი აილიში მზადაა თვითიზოლაციაში სიცოცხლის ბოლომდე იყოს

268

„მარტოობით, მართლა ვტკბები. დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში, ასე ყოფნა ჩემთვის სავსებით მისაღებია“, – ამის შესახებ მომღერალმა ბილი აილიშმა Telekom Electronic Beats-ის პოდკასტში ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, მეგობრები ენატრება, თუმცა თვითიზოლაციაში თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„მარტოობით მართლა ვტკბები. დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში, ასე ყოფნა ჩემთვის სავსებით მისაღებია. რა თქმა უნდა, მეც მიყვარს ჩემი მეგობრები, ძალიან მენატრებიან. თუმცა, თავს ასეც კარგად ვგრძნობ. მომწონს მარტო ყოფნა. 12 წლის შემდეგ ასეთი განტვირთვის პერიოდი არ მქონია”, – აღნიშნა მუსიკოსმა.

ცნობისთვის, 18 წლის მომღერალი 2020 წელს, ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში, ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.