გოგი ძოძუაშვილის და ირაკლი კაკაბაძის ახალი სიმღერა

1474

გოგი ძოძუაშვილის და ირაკლი კაკაბაძის (Postindustrial Boys & Antonin Marto) ახალი სიმღერა “დისინფრენჩიზებული ბუღალტერი გივი” – ეძღვნება ჩვენს ცხოვრებაშ არსებულ ყველა არაცვეულებრივი გივის, რომელთა არსებობაც ცხოვრებას გვილაპაზებს და გვიმხიარულებს.

“ასეთი გივი უამრავია ჩვენს ირგვლივ საკმარისია მიმოვიხედოთ და დავინახავთ უამრავ ასეთ საოცარ არსებას, რომელთაც გივი ჰქვიათ. იქნება ეს სიხარულიძე გივი, ტარგამაძე გივი თუ ბევრი სხვა გივი. საქმე იმაშია, რომ კორონა ვირუსის დროს ავტორებმა გადაწყვიტეს რომ ყველანაირად შეაგულიანონ გივი ოპტიმისტური საქმიანობისთვის. გივის სჭირდება ყოველთვის გარკვეული იმპეტუსი არსებობისა და შემოქმედებისათვის – და ეს ინსენტივი მას შემოქმედებმა უნდა მიაწოდონ. გივი ამოძრავებს ქართულ და არა მარტო ქართულ უნივერსს – ის უკრაინულ და ბელორუსულ სამყაროსაც ამოძრავებს ტრადიციულად – და ეს სიმღერა არის ბიძგი იმისაკენ რომ ამ ტრანსფორმაციულ პერიოდში გივიმ მოახდინოს პარადიგმატული გარდატეხა. დღეს მთელი მსოფლიო ახალი ტიპის ეკონომიკაზე გადასვლას იწყებს – ნეოლიბერალიზმმა მოჭამა თავის დრო. კომბოსტოს და სტაფილოს ეკონომიკაზე გადასვლას სჭირდება ახალი შემოქმედებითი წვენებით დატვირთვა. ამაშია სწორედ, გივის სტრატეგიული როლი ჩვენს ახალ ცხოვრებაში. არ არის საჭირო ამდენი სახამებელი – ჩვენ გვინდა მეტი პროტეინი და ტრენაჟორი სახლში – თუნდაც წარმოსახვითი ტრენაჟორი – გაჩერებულ-დინამიურ ცხოვრებაში თვით-იზოლაციის პერიოდში უცილებელია გივის წარმოდგენა და მისი ომახიან-კომიკური შეძახილები. გივი შეცვლის სამყაროს! გივი გადაგვიყავს მდგრადი ეკონომიკის მოდელზე! გივი დასძლევს კორონაროგრაფიულ პრობლემებს! ეს არის მსოფლიოს მომავალი და ეს, მეგობრებო, არის გივის მომავალიც!” – აცხადებენ ავტორები.