მუსიკოსმა თვითიზოლაციაში 6 სიმღერა დაწერა

626

Green Day-ს ფრონტმენი ბილი ჯო არმსტრონგი Covid-19-ის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. თვითიზოლაციაში ყოფნისას კი, მან ექვსი სიმღერა დაწერა. ამის შესახებ გამოცემა Kerrang-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბილი ამბობს, არ იცის, როდის ნახავს ჯგუფის დანარჩენ წევრებს, თუმცა იმედოვნებს, რომ მათ მალე შეხვდება და სტუდიაში კომპოზიციების ჩაწერას შეძლებენ.

ინტერვიუში მომღერალმა აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში ის ყველაზე ხშირად სერიალ The Office-ის უყურებს. გარდა ამისა მას დრო კითხვისთვისაც რჩება.

ცნობისთვის, Green Day კალიფორნიაში 1986 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 85 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო.