ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქველმოქმედო ფესტივალს ჩაატარებს

744

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მოძრაობა Global Citizen, საქველმოქმედო ფესტივალს One World: Together at Home ჩაატარებენ. ფესტივალი იმ ადამიანების მხარდასაჭერად ტარდება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას ებრძვიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეებს შორის არიან ბილი აილიში, ლედი გაგა, პოლ მაკ-კარტნი, ელტონ ჯონი, სტივი უანდერი, ლიზო, ჯონ ლიჯენდი, ედი ვედერი, ბილი ჯო არმსტრონფი, კრის მარტინი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ ყველა არტისტი საკუთარი სახლიდან ჩაერთვება ფესტივალს, რომლის ტრანსლაციაც 2020 წლის 18 აპრილს ტელეარხებზე
ABC, CBS, NBC და ასევე ონლაინ სტრიმინგ სერვისებზე იქნება შესაძლებელი.