ელტონ ჯონი პანდემიის დროს აივ ინფიცირებულებზე ზრუნავს

664

მუსიკოსმა ელტონ ჯონმა საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში აივ ინფიცირებულებზე იზრუნდებს.

სოციალურ ქსელში ელტონ ჯონი აცხადებს, რომ “მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად მოსახლეობაზე ზრუნვას ეცდება”.

“თითქმის 30 წელია, ჩემი ფონდი ეხმარება აივ ინფექციის მქონე ადამიანებს, კორონავირუსის პანდემიის პირობებშ ვალდებულები ვართ საქმიანობა გავაგრძელოთ. წამლების გადანაწილება, ანალიზების კეთება, პრევენციული ზომები – ახლა ამგვარი მარტივი პროცედურებიც კი პრობლემურია და ფონდი ჩვენს პარტნიორებს დაეხმარება პანდემიის ახალი ეტაპებისთვის მზად იყოს”, – წერს მუსიკოსი.