მაილი საირუსი თვითიზოლაციაში თაყვანისმცელმების კითხვებს პასუხობს

544

Covid-19-ის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში მყოფმა მომღერალმა მაილი საირუსმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში მიიღო მონაწილეობა. ონლაინ ჩართვისას მან თაყვანისმცემლების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი თაყვანისმცემლის კითხვაზე: რომელია მისი რჩეული სიმღერა მაილიმ უპასუხა:

„მიყვარს Can’t Be Tamed. მისი ტექსტი ასეთია: – „მინდა, გავფრინდე, მინდა, საჭესთან დავჯდე და წავიდე. უნდა იცოდე, რომ ჩემი შეჩერება შეუძლებელია”, – ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიციაა”, – განაცხადა მომღერალმა.

ცნობისთვის, კომპოზიცია Can’t Be Tamed მაილიმ  თავისუფლებისკენ სწრაფვას მიუძღვნა. მომღერალმა პოპულარობა დისნეის სერიალ „ჰანა მონტანაში” მონაწილეობით მოიპოვა.