ექსკლუზივი: Postindustrial Boys და ანტონინ მარტოს ახალი კომპოზიცია

296

Postindustrial Boys და ანტონინ მარტოს ახალი კომპოზიცია გია ქარჩხაძეს ეძღვნება.

“გია ქარჩხაძე 1980-იანი წლების ნამდვილ ლენონისტ კომუნისტია, რომელმაც არაერთ თაობას გაუადვილა ბრძოლა CIA-ს წინააღმდეგ, რომ ხისქვეშეთიდან გალობდა ჯონ ლენონის სიმღერებს და ამით მაქსიმალურად აჩერებდა CIA-ს გავლენას ხაშურის რაიონში. ლენონისტური კომუნიზმი რადიკალურად განსხვავდება ლენინისტური კომუნიზმიაგან – რადგან ის ძირითადად გალობას ეყრდნობა. ძალიან სასიამოვნო იყო ყოველთვის ბატონი გია ქარჩხაძის გალობის მოსმენა ცაცხვების ქვეშ – მითუმეტეს როდესაც იგი ჯონ ლენონის რემინისცენციას ახდენდა და მისი პირით ნამდვილად გამოხატავდა მუშათა კლასის გმირის სახეს. გია ქარჩხაძეს ნამდვილად გახლდათ 1980-იანი წლების მუშათა კლასის გმირი, თვით ჯონ ლენონის ტრადიციის დიდი გამგრძელებლი მთელს ხაშურის რაიონში. მისი გავლენა ქარელის რაიონზეც კი ვრცელდებოდა.” – აცხადებენ ავტორები.