სელენა გომესმა ფსიქიატრიულ დაწესებულებას მიმართა

83

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, სელენა გომესმა ფსიქიატრიულ დაწესებულებას მიმართა. ამის შესახებ მან, მეგობარ მაილი საირუსთან ერთად ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. როგორც მომღერალი ამბობს მას ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა.

„საუკეთესო ფსიქიატრიულ დაწესებულებას მივმართე. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების განხილვის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ბიპოლარული აშლილობა მაქვს, თუმცა არ მეშინია“, – განაცხადა სელენა გომესმა.