პინკმა Covid-19 დაამარცხა

202

მომღერალმა პინკმა Covid-19 დაამარცხა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მომღერალი ამბობს, მას და მის შვილს ახალი კორონავირუსის სიმპტომები, ორი კვირის წინ გამოუვლინდათ. ტესტირების შედეგად კი Covid-19 დაუდასტურდათ.

პინკი და მისი სამი წლის შვილი ახლა თავს კარგად გრძნობენ. ისინი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.