ენდრიუ ლოიდ უებერი მაყურებელს მიუზიკლებს უფასოდ სთავაზობს

79

ენდრიუ ლოიდ უებერმა თავისი ოფიციალური Youtube არხი Show Must Go On დაარეგისტრირა. Universal Home Entertainment-თან ერთად კომპოზიტორი ყოველ პარასკევს უფასოდ შესთავაზებს მაყურებელს თავის მიუზიკლებს.

პირველი 1968 წლის მიუზიკლი Joseph and the Amazing Technicolor Dreamcoat იქნება. მასში დონი ოსმონდი და რიჩარდ არენბრო თამაშობენ.

10 აპრილს 19:00 საათზე როკ-ოპერა “იესო ქრისტე: სუპერსბარსკვლავი” იქნება ხელმისაწვდომი.

ხოლო 17 აპრილს მაყურებელს საშუალება ექნება მიუზიკლი “ჯივსი” ნახოს.