“მარიანა და ლეონარდი: სიყვარულის სიტყვები”–ს ტრეილერი გამოქვეყნდა

301

კინოკომპანია RoadsideFlix–მა დოკუმენტური ფილმის, “მარიანა და ლეონარდი: სიყვარულის სიტყვები”–ს ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმსი მოთხრობილია ლეონარდ კოენისა და მისი მუზის, მარიანა ილენის ურთიერთობის შესახებ.

ტრეილერში აღწერილია ლეონარდისა და მარიამის პირველი შეხვედრა 1960 წელს, ბერძნულ კუნძულ ჰიდრაზე.

ფილმის რეჟისორი ნიკ ბრუმფილდია. პრემიერა კინოფესტივალ “სანდენსის” ფარგლებში შედგება.