Drake-მა კარანტინის თემაზე კლიპი გადაიღო

389

კანადელმა მომღერალმა Drake-მა, ახალი სიმღერა Toosie Slide გამოუშვა. მუსიკალური ვიდეო კი, Covid 19-ით გამოწვეული კარანტინის თემას ეხება.

როგორც ვიდეოში ჩანს, მომღერალს პირბადე და ხელთათმანები უკეთია. ის ცარიელ შენობაში სრულიად მარტო გადაადგილდება.

ცნობისთვის, Drake-ს კარიერის განმავლობაში ჩაწერილი აქვს 5 ალბომი, არის ოთხი გრემის მფლობელი.