Tekashi ციხიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

412

Covid 19-ის პანდემიის გამო, ამერიკელი მომღერალი Tekashi 6ix9ine ციხიდან გაათავისუფლეს. ის დარჩენილ ოთხ თვეს შინაპატიმრობაში გაატარებს.

მომღერლის ადვოკატის მტკიცებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდებოდა, ვინაიდან ტეკაშს ასთმა აქვს.

ადვოკატის განცხადებით, არტისტი სახლში ახალ კომპოზიციებზე იმუშავებს და გულშემატკივრებთან კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით შეძლებს.