დიზაინერი სერჯიო როსი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

73

იტალიელი დიზაინერი სერჯიო როსი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ემილია-რომანიას რეგიონში ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. სამწუხაროდ, დიზაინერის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე როსის ბრენდმა 100 ათასი დოლარი COVID 19-თან ბრძოლისთვის იტალიის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადარიცხა.