კომპოზიტორი ადამ შლეზინგერი Covid-19-ით გარდაიცვალა

573

მომღერალი და კომპოზიტორი ადამ შლეზინგერი, ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის  52 წლის იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამი ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ექიმებმა შლეზინგერის გდარჩენა ვეღარ შეძლეს.

ცნობისთვის, ადამ შლეზინგერი საზოგადოებამ ჯგუფ Fountains of Wayne-დან გაიცნო. მათი სიმღერა “Stacy’s Mom” 2003 წელს გრემიზე იყო ნომინირებული.