როგორ აღნიშნეს თვითიზოლაციაში მყოფმა მომღერლებმა იუბილე

192

Covid-19-ის პანდემიის გამო, არაერთი ცნობილი ადამიანია თვითიზოლაციაში. მათ შორის, მომღერლები მერაია ქერი და ელტონ ჯონი არიან.

სწორედ თვითიზოლაციაში ყოფნისას შეუსრულდა მერაიას 50 წელი, ხოლო ელტონ ჯონმა 73-ე დაბადების დღე გადაიხადა.

ორივე მომღერალმა იუბილე ოჯახურ გარემო შვილებთან ერთად აღნიშნა. მერაი ქერი შოკოლადის ტორტს დასჯერდა, რომლის ფოტო სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით  „მუდამ 12 წლის“ გამოაქვეყნა.

რაც შეეხება ელტონ ჯონს, მას იუბილე შვილებმა სიმღერით მიულოცეს, რომლის ამსახველი ვიდეო ვარსკვლავმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. https://www.instagram.com/p/B-LOrSGD5id/