დუა ლიპა პირად ცხოვრებაზე საუბრობს: მომღერალი თვითიზოლაციაში ანვარ ჰადიდთან ერთად იმყოფებ

349

24 წლის მომღერალი, დუა ლიპა თვითიზოლაციაში მის შეყვარებულთან, მოდელ ანვარ ჰადიდთან ერთად იმყოფება. წყვილი ახლა ავსტრალიაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რადგან როგორც მომღერალმა განაცხადა, როდესაც ის მისი ტურნედან დაბრუნდა სახლი დატბორილი დახვდა და კორონავირუსის პანდემიის გამო მას საცხოვრებლის სასწრაფოდ მოძებნა დასჭირდა.

მომღერალმა Good Morning Britain-თან დისტანიციური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, თუმცა თავს კარგად გრძნობს, რადგან გვერდში მისი შეყვარებული ჰყავს. დუამ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ თვითიზოლაციის დროს მას აქვს დრო გააკეთოს ის რაც აქამდე მისი გადატვირთული გრაფიკის გამო არ შეეძლო,, დაურეკოს ნათესავებს, დიდი ხნით ესაუბროს მეგობრებს და სხვა.