“ბადრიჯანი პომიდვრით კლოდ მონესგან” – ბაზელის მუზეუმი რეცეპტებს გვთავაზობს

89

ბაზელის მხატვრული მუზეუმი Instagram-ში ცნობილი მხატვრების საყვარელ რეცეპტებს დებს.

“თუ სახლიდან მუშაობთ და ახლა საუზმეს იმზადებთ, ან უბრალოდ გსურთ მენიუ განაახლოთ, გთავაზობთ მხატვრების რეცეპტებს. მაგალითად – “ბადრიჯანი პომიდვრით” – კლოდ მონესგან, ეს მხოლოდ დასაწყისია”, -წერია პოსტში.

ასევე ირკვევა, რომ ამ კერძს სჭირდება რვა ცალი ბადრიჯანი, ექვსი ცალი პომიდორი, სამი თავი ხახვი, ერთი კბილი ნიორი, ერთი სუფრის კოვზი კარაქი, ნახევარი ჭიქა საფანელი და 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი. ასევე მარილი, ოხრახუში და ტარხუნა.

შემდეგ პოსტში კი გავიგებთ, რომ პოლ სეზანის ომლეტს სოკოთი შემოგვთავაზებენ.