სელენა გომესმა საავადმყოფოს თანხა შესწირა

283

მომღერალმა სელენა გომესმა საავადმყოფოს თანხა შესწირა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ფულს შევწირავ CedarsSinai-ს საავადმყოფოს, რადგან მათ აღარ აქვთ საკმარისი პირბადეები და სასუნთქი აპარატები. მათ მე ძალიან კარგად მომიარეს წარსულში, ახლა ჩემი ჯერია”, – დაწერა მომღერალმა.

თანხის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ გაღებული თანხა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოსთვის საჭირო ნიღბებისა და სასუნთქი აპარატების შესაძენად დაიხარჯება.