ბრიტანელი მხატვრები მოსახლეობას კარანტინის დროს გასართობად რჩევებს აძლევენ

67

ბრიტანეთის წამყვანი მხატვრები მონაწილეობას იღებენ, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, კარანტინის დროს აქტივობებუს სიის შედგენაში.

მხატვარმა და სკულპტორმა მარკ ვოლინჯერმა ხალხს საკუთარი ხელის გარშემოწერილობის დახატვა და ფანჯარაზე გაკრობა შესთავაზა. ვოლინჯერის თქმით, ეს ერთმანეთისთვის ხელის დაქნევის ტოლფასია.

მხატვარმა ჯერემი დელერმა კი სიმღერების წერა ტუალეტის ქაღალდზე ამჯობინა. მაიკლ ლენდიმ, რომელიც ხელოვნების სახელით საკუთარ ნივთებს ანადგურებს ხოლმე, ბავშვებს ნივთების გაფუჭება, ხოლო მათ მშობლებს ამავე ნივთების შეკეთება ურჩია.

სიის შედგენის იდეა გალერეა Firstsite-ს დირექტორს სალო შოს ეკუთვნის.

“გამახსენდა, რომ არდადეგების დროს დედაჩემი სქელ წიგნებთან ერთად მარტოს მტოვებდა, ამ წიგნში კი სხვადასხვა ნივთების დამზადების ხერხები ეწერა. ვიფიქრე, რომ რაღაც მსგავსი გვჭირდება. ჩვენ ვიცნობთ უამრავ მხატვარს, სჯობს მათ მოიფიქრონ რით დააკავონ ხალხი”, – აცხადებს შო.