ევროვიზიისთვის განკუთვნილ დარბაზში 680 საწოლს განათავსებენ

675

საკონცერტო დარბაზში, სადაც ევროვიზია 2020 უნდა გამართულიყო, Covid-19-ით ინფიცირებულთათვის 680 საწოლს განათავსებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ დარბაზში უახლოეს დღეებში იმ პაციენტებს მოათავსებენ, რომელთა საავადმყოფოში ყოფნა აუცილებელი არაა.

შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ფესტივალი ახალი კორონავირუსის გამო გაუქმდა.