I Love Rock ‘n’ Roll-ის ავტორი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

635

ჰიტ I Love Rock ‘n’ Roll-ის ერთ-ერთი ავტორი, ალან მერილი 70 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსის ქალიშვილი, ლორა წერს.

“კორონავორუსმა მამაჩემი დღეს დილას წაიყვანა. მე მასთან დასამშვიდობებლად ორი წუთი მომცეს. ის მშვიდად გამოიყურებოდა და როცა მოვდიოდი, ვიმედოვნებდი, რომ მისი სახელი არ გამოჩნდებოდა ახალ ამბებში. თუმცა როცა სახლში მოვედი, მამა უკვე გარდაცვლილი იყო. გთხოვთ, ნუ ეხუმრებით ამას. ფულს არანაირი მნიშვნელობა აქ აქვს. ხალხი იღუპება. დარჩით სახლში, თუ საკუთარი თავის გამო არა, სხვების უსაფრთხოებისთვის”, – წერს ლორა.