ჯონ ბონ ჯოვიმ სინგლი Unbroken გამოაქვეყნა, რომელიც თებერვლის ბოლოს პრინც ჰარისთან ერთად ჩაწერა. ცნობილ სტუდიაში Abbey Road მათთან ერთად კომპოზიციის ჩაწერაში გუნდმა Invictus Games Choir მიიღო მონაწილეობა.
სიმღერა ფონდისთვის Invictus Games ჩაიწერა, რომელიც ყოფილი სამხედროების მკურნალობოსა და რეაბილიტაციის თემებზე მუშაობს.