ბობ დილანმა ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ სიმღერა დაწერა. ეს მუსიკოსის პირველი კომპოზიციაა რვაწლიანი პაუზის შემდეგ.
“ეს აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერაა, რომელიც შეიძლება საინტერესოდ მოგეჩვენოთ. თავს გაუფრთხილდით, ფხიზლად იყავით და დაგიფაროთ ღმერთმა”,- წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.
17 წუთიან კომპოზიციას A Murder Most Foul ჰქვია.