OneRepublic კორონავირუსს სიმღერას უძღვნის

90

ამერიკულმა როკ-ჯგუფმა OneRepublic ახალი ტრეკი Better Days გამოაქვეყნა.

“კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთ ჩვენგანს COVID-19 მატარებლებთან ჰქონდა კონტაქტი. ამის შემდეგ ყველა კარანტინში მოგვათავსეს. კარანტინი ჩვენს სტუდიაში გავატარეთ”, – წერს ჯგუფის ფრონტმენი, რაიან ტედერი.