“ახალი ამსტერდამის” ეპიზოდი “პანდემია” ეთერში არ გავა

38

ამერიკული ტელე-შოუს “ახალი ამსტერდამის” ეპიზოდს სახელად “პანდემია” ეთერში არ გაუშვებენ. ეპიზოდში ექიმები ნიუ-იორკში მომაკვდინებელი გრიპის ეპიდემიას ებრძვიან.

ტელეარხ NBC-ს განცხადებით, სერია ეთერში არ გავა, რადგანაც ზედმეტად საშიშია.

“ჩვენ გამოგონილი სიუჟეტით სერია გადავიღეთ, თუმცა ეს რეალური პანდემიის დასაწყისს დაემთხვა. ადამიანები მართლა იღუპებიან. გვინდა ამ სიტუაციაში ვიხილოთ, როგორ იღუპება ხალხი ფილმში? ახლა ადამიანებს ნაკლები მოგონილი სიუჟეტი და მეტი საღი აზრი სჭირდებათ”, – აცხადებს შოუს შემქმნელი დევიდ შულნერი.