ანტონინ მარტო – პანდემიური ელექტრო ლოცვა ნომერი 234: ლუჩია ბოზე გარდაიცვალა!

225

ქალბატონებო და ბატონებო – იტალია საშინელი სიკვდილის ალშია გახვეული. ბიძაჩემის სამშობლო იწვის. დღეს, ულამაზესი ქალი გარდაიცვალა – ლუჩია ბოზე. რა საშინელებაა შეჯიბრი – რა საშინელებაა კონკურენცია – მეოცე საუკუნის ავადმყოფობა იყო ეს – და ამან შეიწირა მილიონები წინა საუკუნეში!

ახლა კორონა ვირუსმა შეიწირა 90 წლის ლუჩია ბოზე – ულამაზესი ქალი. მახსოვს დედაჩემი ამბობდა – ის არის ულამაზესი ქალიო – საოცარი სილამაზის ადამიანიო. და მახსოვს ის ნეორეალისტურ იტალიაში – როგორ ანათებდა საშინელი გაჭირვებიდან. მისი სული ახლაც ანათებს. მისი ულამაზესი სული, რომელიც დღესაც ანათებს.

საით მივყავართ ამ საუკუნეს, რომელმაც პირველად მოიცალა დასაფიქრებლად. პირველად მოიცალა უკან მოსახედად. და ახლა ისევ სიჩქარისკენ ექაჩებიან პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. ლუჩია ბოზე იყო თავისი საქმის გამკეთებელი. პოლიტიკოსები და ბიზნესმენები დღეს სხვისი საქმის გამკეთებლები.

დღეს გვეუბნებიან რომ ბიზნესი არ უნდა გავაჩეროთ ქოლერის დროს და შავი ჭირის დროს. ამავე დროს ავიწყდებათ რომ ხანდახან თვითონ ბიზნესია შავი ჭირი და ქოლერა. ის გადამდებია და ის ბინძურია – იმიტომ რომ, ფულის გულისათვის ყველაფერზე მიდის და ფულივით ყველაფრით ისვრება. სამწუხაროდ ეს ასეა. ლუჩია ბოზე სუფთა ქალი იყო. როგორ შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობა ბიზნესს ჩააბარო? ეს ხომ საჯარო საქმეა.

დღეს ერთადერთი გამოსავალია: ჩვენი დისტანცირება სიხარბისგან ვერ იქნება დეცენტრალიზებული და დაცენტრალიზებული უნდა იყოს. ცენტრში მოხარშული უნდა იყოს – მეგობრებო – დღეს ყოველი ადამიანის დაცვა. ლუჩია ბოზესაც დავიცავდით უკეთ – დეცენტრალიზაციის მაგივრად დაცენტრილიზაცია რომ ყოფილიყო. რომ გაგვეფრინა სილამაზეზედ და სიკეთეზედ და მშვენიერებაზედ. და ამავე დროს რომ გვცოდნოდა, რომ სიყვარული დეცენტრალიზებული კი არა დაცენტრილიზებულია – ეს სიგიჟეა – ალოგიკური სიგიჟე, რომელიც, და მხოლოდ რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას.

ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ამბობს რომ ჩვენ ომში ვართ. ის მართალია – ჩვენ ომში ვართ – დაუნდობელ ომში. დღეს ერთი წუთითაც არ შეიძლება უკან დახევა – და ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ – მაგრამ არა კომერციიული ინტერესის ქვეშ – არამედ არაკომერციული სიყვარულის ქვეშ – ეს არის ერთადერთი – რაც გვიშველის – ამბობს ენდრიუ კუომო. დიახ, ენდრიუ კუომოც იტალიელია. ის ამერიკელი იტალიელია. ის სიმართლეს ამბობს. მას სჭირდება 26 ათასი სასუნთქი აპარატი. ის სთხოვს ფედერალურ მთავრობას: მომეცით 25 ათასი სასუნთქი აპარატი, თორემ დღეში მაგდენ ადამიანს დავკარგავთ ძალიან მალე! მართალია ენდრიუ კუომო. დღეს ყველანი კამიუს ‘შავი ჭირის’ პერსონაჟები ვართ. დღეს მოცდა არ შეიძლება. დღეს ყველა მთავრობამ ერთად უნდა დაიკაპიწოს ხელები და ყველა ხარჯი მიმართოს ყველა ადამიანის გადასარჩენად – ჩვენ ვერ ვუშველეთ ლუჩია ბოზეს – მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ულამაზეს ქალს – ჩვენ უნდა ვუშველოთ კაცობრიობას ამ დაუნდობელი ომის დროს.

ეკონომიკა ადამიანისთვის არის: არ შეიძლება ეკონომიკას ან პოლიტიკას ადამიანები შევწიროთ. არ შეიძლებოდა რომ ლუჩია ბოზე შეგვეწირა ეკონომიკისთვის. რომელ ‘თავისუფალ ეკონომიკას’ შევწირეთ ლუჩია ბოზე, რომელიც თვითონ არის ადამანის სულის თავსუფლება. მისთვის უნდა გვეშოვნა სასუნთქი აპარატი. ჩვენ მას სასუნთქი აპარატი ვერ ვუშოვეთ. ენდრიუ კუომო ამბობს რომ ცუნამი ჩვენსკენ მოდის და ის წაგვლეკავს თუ არ მოვუხმეთ გულებს და ერთად არ დავდექით.

ადამიანმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცა რომ ის რაციონალური ვერასდროს იქნება – და არც არის საჭირო. მხოლოდ იმის დამტკიცებაა საჭირო რომ ადამიანს გული გააჩნია! თუ ადამიანს გული გააჩნია – მას შეუძლია თავის მოყვარეს სასუნთქი აპარატი უყიდოს.

ღმერთო გვაპატიე, რომ ვერ დავიცავით მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი – ლუჩია ბოზე. ღმერთო გვაპატიე, რომ მას სასუნთქი აპარატი არ მივეცით! ღმერთო, მოგვეცი ძალა რომ შეგვეძლოს სასუნთქი აპარატების ყიდვა მოყვასისთვის!

მარტო ერთი ბანკისთვის – არანაირი პრობლემა არ არის ბევრი სასუნთქი აპარატის ყიდვა. და ადამიანებისთვის ეს თითქმის შეუძლებელია.

ღმერთო მიეცი ძალა ბანკებს რომ ადამიანებზე იფიქრონ და არა მარტო საკუთარ მოგებაზე.