დევიდ ფინჩერმა კინოსკოლის სტუდენტებს ვიდეო ლექცია ჩაუტარა

53

რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა დიდი ბრიტანეთის ეროვნული სატელევიზიო და კინოსკოლის, თვითიზოლაციაში მყოფ სტუდენტებს ვიდეო ლექცია ჩაუტარა.

სტუდენტებისთვის ეს საკმაოდ მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა, ვინაიდან რეჟისორი იშვიათად  ჩნდება პრესასთან და შესაბამისად კინოსკოლის სტუდენტებს მისი მოსმენის ნაკლები შანსი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ Covid 19-ის პანდემიის გამო, ბევრ ქვეყანაში საგანმანათლებლო პროცესი შეწყდა და სწავლა დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.